WordPress · WooCommerce

ყველა ქართული გადახდის მეთოდი თქვენს WooCommerce მაღაზიაში

ერთი დანამატი აკავშირებს თქვენს WordPress მაღაზიას 21 ქართულ გადახდის მეთოდთან — BOG-ის, TBC-ის, Credo-სა და ლიბერთის ბარათები, საბანკო განვადება, BNPL, QR და ღია ბანკინგი. დააინსტალირეთ უფასოდ WordPress.org-იდან, დააყენეთ ხუთ წუთში და თქვენს შემოსავალში ჩვენი წილი არასდროს იქნება.

ვერსია 2.9.35 უფასო, GPL ლიცენზიით HPOS-თან თავსებადი
შეკვეთის გაფორმება
ონლაინ გადახდის მეთოდები
ჯამური თანხა 149.00 ₾
გადახდა Quickpay.ge-ზე
უსაფრთხო გადახდა qpy.ge-ზე

ყველა გადახდის მეთოდი

საქართველოში მოქმედი ყველა გადახდის მეთოდი ერთი ინტეგრაციით: ბარათით გადახდა, ონლაინ განვადება, გადანაწილება და ყოველთვიური გამოწერა

სწრაფი და მარტივი ინტეგრაცია

გაიარეთ ავტორიზაცია QuickPay-ის ანგარიშით და დააკავშირედ ყველა გადახდის მეთოდი რამდენიმე წუთში

0% დამატებითი საკომისიო

ქვიქფეი არ იღებს არანაირ დამატებით საკომისიოს გადახდებიდან, თქვენ იხდით მხოლოდ მოდულის ფიქსირებულ ღირებულებას

მარტივი ინსტალაცია

დააინსტალირეთ და განაახლეთ პლაგინი პირდაპირ ვორდპრესის ადმინიდან, ყოველგვარი ხელით ინსტალაციისა და ionCube-ის საჭიროების გარეშე

WordPress.org

დააინსტალირეთ პირდაპირ WordPress-ის ადმინიდან

Quickpay.ge განთავსებულია WordPress-ის ოფიციალურ კატალოგში, ამიტომ ხელით ჩამოტვირთვა აღარ სჭირდება. მოძებნეთ Plugins → Add New განყოფილებაში, გაააქტიურეთ და განახლებები ისევე მოვა, როგორც ნებისმიერ სხვა დანამატს.

ნახეთ WordPress.org-ზე

გირჩევნიათ ხელით დაყენება? ზუსტად იგივე ვერსია ZIP ფაილად ხელმისაწვდომია თქვენს Quickpay-ის კაბინეტში.

QuickPay.ge დანამატის ჩანაწერი WordPress-ის „Add Plugins“ ძიების შედეგებში
შესაძლებლობები

დამზადებულია WooCommerce სტანდარტით

მსუბუქი, სწრაფი და თანამედროვე — QuickPay-ის WooCommerce პლაგინი შექმნილია WordPress-ისა და WooCommerce-ის უახლესი სტანდარტების შესაბამისად და გთავაზობთ გადახდის სრულფასოვან გამოცდილებას.

სრულფასოვანი WooCommerce მოდული

ყველა გადახდის ოფციას აქვს როგორც კლასიკური ასევე ახალი Blocks ტიპის გადახდის გვერდოს მხარდაჭერა, HPOS-ის სრული მხარდაჭერით.

ერთი ან ცალკ-ცალკე გადახდის ღილაკები

აჩვენეთ ერთი საერთო გადახდის ღილაკი ან თითოეული სისტემისთვის ცალკე, ბრენდირებული ღილაკი საკუთარი ლოგოთი.

სწრაფი ყიდვის ღილაკი

დაამატეთ სწრაფი ყიდვის ღილაკი ნებისმიერი პროდუქტის გვერდზე — ვარიაციების, რაოდენობისა და სხვადასხვა განლაგების მხარდაჭერით.

განვადების ლეიბლები

აჩვენეთ ყოველთვიური გადასახდელი, მაგალითად „100₾ თვეში“, პირდაპირ პროდუქტის გვერდზე, რომ მყიდველმა განვადება წინასწარ დაინახოს.

ჩაშენებული თანხის დაბრუნება

დააბრუნეთ თანხა სრულად ან ნაწილობრივ პირდაპირ WooCommerce-ის შეკვეთის გვერდიდან.

შეკვეთების საიმედო სინქრონიზაცია

HMAC ხელმოწერით დაცული ვებჰუკები სტატუსს რეალურ დროში ანახლებს — დუბლიკატებისგან დაცვითა და cron-ის სარეზერვო შემოწმებით დაკიდებული შეკვეთებისთვის.

შორტკოდი და ბლოკი

განათავსეთ გადახდის ღილაკი ნებისმიერ გვერდზე [quickpay] შორტკოდით ან Gutenberg-ის ბლოკით.

Sticky ვიჯეტი

დაამატეთ მიმაგრებული „გადაიხადე ახლავე“ ღილაკი მთელ საიტზე — შემოწირულობების, სერვისებისა და სწრაფი გადახდებისთვის.

შეკვეთის სამი რეჟიმი

შეკვეთა შეიქმნას გადახდამდე, გადახდის შემდეგ, ან საერთოდ არ შეიქმნას — თქვენ წყვეტთ.

იერსახის სრული კონტროლი

ღილაკის ფერი, კუთხეების მომრგვალება, წარწერები და საკუთარი CSS — ყველაფერი პარამეტრების გვერდიდან.

სატესტო რეჟიმი

სატესტო გასაღებით გაკეთებული გადახდა რეალურ ბანკამდე არასდროს აღწევს. ლაივ რეჟიმზე გადასვლას მხოლოდ გასაღების შეცვლა სჭირდება.

ქართული და ინგლისური

ადმინის პანელიცა და გადახდის გვერდის ტექსტებიც სრულადაა თარგმნილი — ქართული მაღაზიისთვის მზა სახით.

შეკვეთის შექმნა

შეკვეთების მართვის სამი გზა

აირჩიეთ ის, რაც თქვენს გაყიდვის სტილს უკეთ შეესაბამება — რეჟიმის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პარამეტრებიდან.

რეჟიმი A

შეკვეთა გადახდამდე

კლასიკური WooCommerce-ის ლოგიკა. შეკვეთა იქმნება შეკვეთის გაფორმებისას, მყიდველი იხდის qpy.ge-ზე, ვებჰუკი კი სტატუსს ანახლებს. საუკეთესო არჩევანია მაღაზიებისთვის, რომლებიც WooCommerce-ის მარაგებსა და ავტომატურ შეტყობინებებს ეყრდნობიან.

რეჟიმი B

შეკვეთა გადახდის შემდეგ

მყიდველი ჯერ იხდის, შეკვეთა კი წარმატებული გადახდის შემდეგ, ვებჰუკის მიხედვით იქმნება. მაღაზიაში მიტოვებული შეკვეთები აღარ გროვდება — იდეალურია სწრაფი ყიდვისა და Instagram-ტიპის გაყიდვებისთვის.

რეჟიმი C

WooCommerce-ის შეკვეთის გარეშე

გადახდები აღირიცხება მხოლოდ Quickpay-ის კაბინეტში. იდეალურია შემოწირულობების, სერვისებისა და ინდივიდუალური სცენარებისთვის — შორტკოდით, ბლოკით ან ვიჯეტით.

გადახდის მეთოდები

დააკავშირეთ ყველა ქართული საგადახდო სისტემა

გამოიყენეთ საკუთარი მერჩანტ ანგარიშები — დანამატი ყველა მათგანთან მუშაობს. ბარათი, განვადება, BNPL, QR და ღია ბანკინგი.

ყველა საგადახდო სისტემის ნახვა
დაყენება

დაიწყეთ გადახდების მიღება 5 წუთში

ჩართეთ ბარათით გადახდა, ონლაინ განვადება და გადანაწილება მარტივად, დეველოპერის დახმარების გარეშე. მხოლოდ 3 მარტივი ნაბიჯი

1

ინსტალაცია

მარტივი ინსტალაცია: WordPress-ში სამართავი პანელიდან გადადით Plugins → Add New განყოფილებაში, მოძებნეთ „Quickpay.ge“, დააჭირეთ Install-ს და შემდეგ Activate-ს.

2

დააკავშირება

დააკავშირეთ პლაგინი თქვენს QuickPay-ის ანგარიშს მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერით

3

კონფიგურაცია

აირჩიეთ სად გინდათ გადახდის ღილაკების ჩვენება, მოარგეთ სტილი და ვიზუალი თქვენს ონლაინ მაღაზიას

QuickPay-ის ანგარიშის გახსნა
ტექნიკური მოთხოვნები

რა დაგჭირდებათ

სტანდარტული WordPress ჰოსტინგი სავსებით საკმარისია.

PHP 7.4 ან უფრო ახალი
WordPress 6.3 ან უფრო ახალი
WooCommerce 8.0 ან უფრო ახალი
თავსებადია WordPress 7.0-სა და WooCommerce 9.9-მდე
ionCube ლოადერი არ არის საჭირო
ჩართული HTTPS / SSL
დაყენების ინსტრუქციები

ინსტრუქცია თითოეული გადახდის მეთოდისთვის

კონკრეტული საგადახდო სისტემის დაყენება გჭირდებათ WooCommerce-ში? ეს გვერდები თითოეულ მეთოდს თავიდან ბოლომდე მიმოიხილავს — რას მოიცავს, რას ითხოვს ბანკი და როგორ გამოიყურება გადახდის გვერდზე.

Keepz WooCommerce-სთვის

ბარათი, ღია ბანკინგი და QR ერთ სისტემაში — გადახდის სამი გზა ერთი ღილაკის უკან.

ინსტრუქციის ნახვა

Moka WooCommerce-სთვის

Visa და Mastercard გადახდები United Payment Georgia-ს მეშვეობით — 3D Secure checkout ჩაშენებული დაბრუნებებით.

ინსტრუქციის ნახვა

Fastoo WooCommerce-სთვის

Visa და Mastercard გადახდები GEL, USD ან EUR ვალუტაში Fastoo-ს მეშვეობით — 3D Secure checkout ჩაშენებული დაბრუნებებით.

ინსტრუქციის ნახვა

CityPay WooCommerce-სთვის

Bitcoin, Litecoin, Dash, Zcash და სხვა კრიპტოვალუტები CityPay-ის მეშვეობით — მყისიერი ანგარიშსწორება ფიატში, საფულის კოდის დაწერის გარეშე.

ინსტრუქციის ნახვა

Flitt WooCommerce-სთვის

თიბისი ბანკის ბარათით გადახდები, ჩაშენებული Apple Pay და Google Pay — 3D Secure checkout ჩაშენებული დაბრუნებებით.

ინსტრუქციის ნახვა

Liberty ბარათით გადახდა WooCommerce-სთვის

Visa და Mastercard გადახდები Liberty Bank-ის TXPG გადახდის სისტემის მეშვეობით — 3D Secure checkout ჩაშენებული დაბრუნებებით.

ინსტრუქციის ნახვა

ElectraPay WooCommerce-სთვის

Visa, Mastercard და კრიპტოვალუტა ElectraPay-ის მეშვეობით — მყისიერი კრიპტო-ლარის კონვერტაცია ჩაშენებული დაბრუნებებით.

ინსტრუქციის ნახვა

TBC ბარათით გადახდა WooCommerce-სთვის

Visa და Mastercard გადახდები თიბისი ბანკის მეშვეობით — 3D Secure checkout, შენახული ბარათები და დაბრუნება შეკვეთის გვერდიდან.

ინსტრუქციის ნახვა

TBC განვადება WooCommerce-სთვის

მყიდველი თვიურად იხდის თიბისი ბანკის მეშვეობით, ბანკი კი სრულ თანხას გირიცხავთ სესხის გაცემისთანავე.

ინსტრუქციის ნახვა

Credo განვადება WooCommerce-სთვის

მყიდველი თვიურად იხდის Credo ბანკის მეშვეობით, Credo კი სრულ თანხას გირიცხავთ სესხის დამტკიცების შემდეგ.

ინსტრუქციის ნახვა

BOG ბარათით გადახდა WooCommerce-სთვის

Visa, Mastercard და Amex საქართველოს ბანკის მეშვეობით — 3D Secure checkout, შენახული ბარათები და დაბრუნება შეკვეთის გვერდიდან.

ინსტრუქციის ნახვა

BOG განვადება WooCommerce-სთვის

მყიდველი თვიურად იხდის, საქართველოს ბანკი კი სრულ თანხას წინასწარ გირიცხავთ — ცოცხალი კალკულატორით.

ინსტრუქციის ნახვა

BOG ნაწილ-ნაწილ (BNPL) WooCommerce-სთვის

ნულოვანპროცენტიანი თვიური ნაწილები საქართველოს ბანკისგან — მყიდველი ზუსტად ნაღდ ფასს იხდის, თქვენ სრულ თანხას იღებთ.

ინსტრუქციის ნახვა

დანარჩენი სისტემების ინსტრუქციებზეც ვმუშაობთ. მანამდე კი სრული დოკუმენტაცია ყველა მეთოდს ფარავს.

დოკუმენტაციის ნახვა
ხშირად დასმული კითხვები

პასუხები თქვენს კითხვებზე

იღებს თუ არა Quickpay საკომისიოს ყოველ ტრანზაქციაზე?

არა. Quickpay თქვენი გაყიდვებიდან პროცენტს არასდროს იღებს. თქვენ იხდით მხოლოდ იმ საგადახდო მოდულებში, რომლებსაც აქტიურად იყენებთ, ბანკის საკომისიოს კი პირდაპირ ბანკს უხდით.

დამჭირდება თუ არა საკუთარი მერჩანტ ანგარიშები ბანკებში?

დიახ. თქვენ იყენებთ საკუთარ BOG-ის, TBC-ის, Credo-ს ან სხვა სისტემის მონაცემებს. Quickpay მათ ერთ დანამატში აერთიანებს — საერთო ანგარიშებს არასდროს ვიყენებთ.

სად შეჰყავს მყიდველს ბარათის მონაცემები?

ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება მხოლოდ ბანკის დაცულ გვერდზე, ბარათის მონაცემები არც თქვენს WordPress საიტს ეხება და არც ჩვენს სერვერებს.

თავსებადია WooCommerce Blocks-სა და HPOS-თან?

დიახ. დანამატი რეგისტრირდება როგორც Blocks-ის გადახდის მეთოდი და აცხადებს High-Performance Order Storage-თან თავსებადობას, ამიტომ კლასიკურ და ბლოკებზე აწყობილ გვერდზე ერთნაირად მუშაობს.

როგორ ხდება განახლება?

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა WordPress დანამატის შემთხვევაში. Quickpay.ge WordPress.org-ის ოფიციალურ კატალოგშია, ამიტომ ახალი ვერსია ჩნდება Dashboard → Updates განყოფილებაში და ერთი დაწკაპუნებით ინსტალირდება — ან სრულიად ავტომატურად, თუ დანამატისთვის ავტომატური განახლება გაქვთ ჩართული.

რომელი ენებია მხარდაჭერილი?

ადმინის პარამეტრებიც და გადახდის გვერდის ტექსტებიც ხელმისაწვდომია ქართულად და ინგლისურად, ასე რომ თქვენი ქართველი მომხმარებლისთვის ყველაფერი გასაგებ ენაზეა.

შემიძლია დავაინსტალირო WordPress.org-ის გარეშე?

დიახ. ზუსტად იგივე ვერსია ZIP ფაილად ხელმისაწვდომია Quickpay-ის კაბინეტში იმ საიტებისთვის, სადაც დანამატები ატვირთვით ინსტალირდება, და იქიდანაც ავტომატურად ახლდება. მაინც კატალოგით სარგებლობას გირჩევთ — ნაბიჯი ნაკლებია და განახლება თავისით მოდის.

იმუშავებს ჩემს არსებულ საბანკო დანამატთან ერთად?

დიახ. Quickpay.ge ცალკე გადახდის მეთოდად ემატება WooCommerce-ს, ამიტომ მისი გაშვება ერთბანკიან დანამატთან პარალელურად და თანდათანობით გადასვლა შესაძლებელია. მერჩანტების უმეტესობა ცალკეულ საბანკო დანამატებს მაშინ შლის, როცა ყველა მეთოდი უკვე Quickpay-ით მუშაობს.